ვიდეო-ხიდი

23-04-2015
15 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის ვიდეო-ხიდი ჩატარდა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული დისტანციური სწავლების პროგრამების გაცნობა-პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ქ. ოზურგეთის მერის მოადგილე კობა დუნდუა და სხვა მოწვეული სტუმრები.
დისტანციური სასწავლო კურსები ორგენიზებულია ევროკომისიის მხარდაჭერით დაფინანსებული Tempus-ის საგრანტო პროექტის - ARMAZEG "ინსტრუმენტების შემუშვება უწყვეტი განათლებისთვის ტრანსკავკასიის რეგიონში: ელექტრონული სწავლება" -ფარგლებში. 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების ცენტრსა და გურიის რეგიონს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს მაღალხარსიხიანი სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსების მიწოდებას რეგიონისთვის და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მსმენელისთვის, ასაკის შეუზღუდავად. პროექტის ფარგლებში, ასევე, მზადდება ახალი სასწავლო კურსები.
გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთი მოისწრაფიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს ჩატარებული სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ხანრგძლივი და წარმატებული იქნება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები