02-11-2007
ს . ს . ი . პ
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი"
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
_______________ N __________
2007-2008 სასწავლო წლის საფსაურის გადახდის წესისა და ჯარიმის დაწესების შესახებ
“ უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე
ვბრძანებ
- სტუ - ს სტუდენტი , რომელიც 2007-2008 სასწავლო წლის სწავლის საფასურის მინიმუმ ნახევარს არ გადაიხდის ამა წლის პირველ დეკემბრამდე , 2007-2008 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საგამოცდო სესიებზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ამა წლის 29 დეკემბრამდე დაფარავს ერთი წლის სწავლის ღირებულების ნახევარს და ამ თანხის 10% ოდენობით ჯარიმას .
- სტუდენტი , რომელიც ამ ბრძანების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესით არ გადაიხდის სწავლის საფასურს , აკადემიური დავალიანების სალიკვიდაცდიო ვადის პერიოდში გამოცდებზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ გადაიხდის სასწავლო წლის ღირებულების მინიმუმ ნახევარს და ამ თანხის 20% ოდენობით ჯარიმას , სალიკვიდაციო ვადის დაწყებამდე .
- სტუდენტი , რომელიც აკადემიური დავალიანების სალიკვიდაციო ვადის დაწყებამდე არ დაფარავს ამ ბრძანების მე -2 პუნქტით განსაზღვრულ თანხას გაირიცხება უნივერსიტეტიდან .
- ბრძანება გამოიკრას სტუ - ს ადმინისტრაციულ კორპუსში და ფაკულტეტებზე თვალსაჩინო ადგილას , ასევე განთავსდეს სტუ - ს ვებ - გვერდზე
- ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ფაკულტეტების დეკანებს
რექტორი ,
პროფესორი ა . მოწონელიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ,
პროფესორი ქ . ქოქრაშვილი
იურიდიული განყოფილების უფროსი ბ . მაისურაძე
სიახლეებში დაბრუნება