სემინარი „ენერეგეტიკის სექტორის რეგულირება“

17-04-2015
სემინარი

„ენერეგეტიკის სექტორის რეგულირება“

17 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი „ენერეგეტიკის სექტორის რეგულირება“.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სემინარზე განხილული იქნა ენერეგეტიკის სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის რეგულირების ძირითადი პრინციპები, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება საქართველოში და მისი მარეგულირებელი ჩარჩოები, ბუნებრივი გაზის სექტორი და მისი რეგულირების ძირითადი პრინციპები, ენერგეტიკული მომსახურების პირობები და ხარისხის მაჩვენებლები და აგრეთვე, სატარიფო რეგულირების ძირითადი პრინციპები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები