უნგრეთის სტიპენდიებისთვის დედლაინი გაგრძელდა

17-04-2015
უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამისთვის აპლიკაციების მიღების დედლაინი გაგრძელდა

2015-2016 სასწავლო წლისათვის უნგრეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით აპლიკაციების მიღების  ვადა 30 აპრილამდე გაგრძელდა. 

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისათვის, უნგრეთში, სრულ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. 

აგრეთვე ხელმისაწვდომია  5 სტიპენდია ინგლისურენოვანი სრული სადოქტორო პროგრამისათვის ნებისმიერ სფეროში. 

არსებული კვოტა, ასევე, მოიცავს სწავლის დაფინანსებას სრულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

უნგრეთის მხარე, აგრეთვე სთავაზობს ქართველ სტუდენტებს არასრულ სასწავლო კურსებს (part-time studies), რაც გულისხმობს სწავლას ერთი აკადემიური წლის მანძილზე საბაკალავრო ან სამაგისტრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე: www.stipendiumhungaricum.hu.

უნგრულ ენაზე სწავლების შემთხვევაში, სტუდენტები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ ენის კურსს ბალაშის უნივერსიტეტში (Balassi Institute). სტუდენტებს, რომლებიც აირჩევენ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა, იმ დონეზე, რომელიც განსაზღვრულია მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

სააპლიკაციო ფორმის შევსება უნდა მოხდეს შემდეგ ელ.მისამართზე: 
http://limesurvey.tpf.hu/index.php/267728/lang-en 

ამავე ბმულზე შეიძლება იხილოთ საჭირო საბუთების ჩამონათვალი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმისა და შესაბამისი საბუთების მოწოდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 30 აპრილისა, შემდეგ ელ-მისამართებზე: 

abaramia@mes.gov.ge 
rjobava@mes.gov.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები