საგანმანათლებლო პროგრამები ესტონეთში

20-04-2015
ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები 
ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

20 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი) საერთაშორისო პროგრამების მარკეტინგის მენეჯერმა კეიტ კიისელმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო ესტონეთი და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყანაში. 


შეხვედრაზე განხილული იქნა სტუდენტებისთვის ესტონეთში სასწავლო
პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, წარმოდგენილი იქნა ესტონურ უნივერსიტეტში არსებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ბაკალავრებისა და მაგისტრებისთვის, მათ შორის  უფასო სამაგისტრო პროგრამები.

შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები