სტუ-ს პროფესორი ბრუნელის უნივერსიტეტში

15-04-2015
სტუ-ს პროფესორი მიწვეულია ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტში კვლევების ჩასატარებლად

ინგლისის საინჟინრო და ფიზიკური კვლევების საბჭოს (EPSRC) გადაწყვეტილებით გაიმარჯვა ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტის (ინგლისი) მიერ წარდგენილმა პროექტმა და მიიღო კვლევითი გრანტი EP / M013545 / 1 „ლოკალიზებული სასაზღვრო-სივრცული ინტეგრალური განტოლებების მეთოდი  არაწრფივი კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისთვის“. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, 01.06.2015 – 31.05.2018.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ინგლისში მიწვეული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ნატროშვილი, რომელიც კვლევებს ჩაატარებს ბრუნელის უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული პროფესორი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები