სამეცნიერო აქტივობის ანგარიში

02-04-2015
პოსტ დოქტორის სარა კალავაჩე გილის სტუ-ში ჩატარებული სამეცნიერო აქტივობის ანგარიში

ერაზმუს მუნდუსის პროგრამის TEMPO პროექტის ფარგლებში, 2014 წლის ნოემბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი ელექტროქიმიური ტექნოლოგიების მიმართულებაზე იმყოფება ახალგაზრდა მკვლევარი სარა კალავაჩე გილი კორდობის უნივერსიტეტიდან (ესპანეთი).
მან მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან კვლევაში „ნანოკომპოზიტური კატალიზატორის მიღება და გამოცდა ნახშირჟანგის კონვერსიის მაგალითზე“. ესპანელმა მკვლევარმა აითვისა ოლეინმჟავით სტაბილიზირებული ვერცხლის ნანონაწილაკების (ბირთვი (ვერცხლი) /გარსი (ოლეინმჟავა)) ელექტროსინთეზი ორშრიან აბაზანაში, ზოლის  სეპარაცია ცენტრიფუგის დახმარებით და  წვრილდისპერსულ ზოლში ვერცხლის  ნანონაწილაკების ზომის და ზეტა პოტენციალის დადგენა Malvern Zeta Sizer-ის მეშვეობით. 

სარამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ვერცხლის ზოლის საფუძველზე  ნანოკომპოზიტური კატალიზატორის მიღებაში.  მისი მონაწილეობთ  მიღებული ნანოკომპოზიტური კატალიზატორი  დახასიათებულია თანამედროვე ფიზიკურ -ქიმიური მეთოდებით: Malvern Zeta Sizer,FTIR, UV, SEM, XRD, ICP და TGA მეთოდებით. ალუმოსილიკატის სარჩულზე დაფენილი კატალიზატორი ლაბორატორიულ პირობებში სტანდარტის შესაბამისად გამოცდილია ნახშირჟანგის მაგალითზე  და 150- 350C ტემპერატურის ინტერვალში მიღებულია 100% კონვერსია.

სარა კალვაჩე მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებული ლიტერატურის მოძიებასა და დამუშავებაში. მოძიებული ლიტერატურისა და ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა ორი აბსტრაქტი საერთაშორისო კონფერენციისთვის. მომზადების პროცესშია სტატია, რომელიც საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდება.

სარა კალვაჩე გილი პუნქტუალური, კომუნიკაბელური, მიზანდასახული და სკურპულოზური სიზუსტის მოყვარული მკვლევარია, კონტაქტური და მიზანსწრაფული. მან ნანოკომპოზიტური კატალიზატორის დამატებითი კვლევის (TEM, EDX) მიზნით მოამზადა კონტრაქტი ალიკანტეს უნივერსიტეტთან (ესპანეთი),  წარმოადგინა პრეზენტაცია ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის სხდომაზე, სადაც წარმოაჩინა კორდობას უნივერსიტეტის მიღწევები და მისი ცოდნა  გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები