მხატვრული მომინანქრების ტექნოლოგიური მიღწევები

31-03-2015
სტუ-ს რექტორმა სასწავლო-საგამოფენო და მინანქრის მხატვრული დამუშავების აუდიტორია დაათვალიერა

23 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ,,სასწავლო-საგამოფენო და მინანქრის მხატვრული დამუშავების” აუდიტორია დაათვალიერა. რექტორი გაეცნო პროფ. გურამ გაფრინდაშვილის მიერ უკანასკნელ წლებში დამუშავებულ კერამიკისა და მხატვრული მომინანქრების ტექნოლოგიური პროცესების სიახლეებს, რომლის მიხედვითაც დამზადებულია: 

• ღვინის ჭურჭელი პერევის (საჩხერის რაიონი) ადგილმდებარეობის ძნელადლღობადი თიხების საფუძველზე. აღნიშნული ნაწარმი იგზავნება აშშ-ში,
• აღდგენითი ცეცხლის ტექნოლოგიით მიღებული მხატვრული კერამიკული ნაწარმი (Bi და Cu აღდგენა),
• ქართული ოქროს გამოყენებით თხევადი ოქროთი დაფარული ფაიფურის ნაწარმი,
• ბაზალტის მოჭიქული ფილების ფერადი ნაწარმი,
• ფიუზინგის ტექნიკით ფურცლოვანი მინის მხატვრული ნიმუშები,
• ახალციხის ადგილმდებარეობის თიხებისაგან მეტლახის ფილები,
• მაღალი ტემპერატურის ზეგამტარი ნაკეთობები Y2O3-BaO-CuO,
• რადიაციული სანთურის პანელები,
• ვერნეილის მეთოდით მიღებული ხელოვნური ლალის ნიმუშები,
• ძვლის ფაიფურის ნიმუშები,
• ჭიქურ-ქვედა საღებავებით დაფარული მხატვრული ფაიფური,
• ბაკურიანის ანდეზიტით მიღებული მხატვრული ფაიფური,
• ჩვენი ნედლეულით მაისენში (გერმანია) გამოშვებული ფაიფური, 
• ტიხრული ტექნიკის ნიმუშები ვერცხლზე, სპილენძზე, მინაზე და კერამიკაზე. 

ალავერდის ეპარქიის ფარგლებში (ქ. თელავი, შუამთის მიმდებარე ტერიტორია) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შენდება თანამედროვე კერამიკული ,,სასწავლო საწარმო”, რომელიც გამოუშვებს პროფ. გ. გაფრინდაშვილის მიერ დამუშავებულ ღვინის ქვევრებს, ძვლის ფაიფურს, სასულიერო და საერო ფერწერის საღებავებს, მხატვრულ მინანქრებს და სხვა. ,,სასწავლო საწარმო” მოამზადებს კადრებს ქართული მეთუნეობის ტრადიციების აღსადგენად.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები