საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგა

30-03-2015
საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური  ლიგა

2015 წლის 30 მარტიდან - 3 აპრილის ჩათვლით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოში  საერთაშორისო საკალათბურთო  სტუდენტური ლიგის  მიმდინარე სეზონის ჯგუფის ერთ-ერთი ტური ტარდება.  წინა წლების მსგავსად, აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური საკალათბურთო გუნდი „სტუ“ წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგა ფუნქციონირებს 2012 წლიდან. აღნიშნული ლიგის ეგიდით გამართულ გათამაშებაში 2012 წლიდან დღემდე ჩართულია ევროპის ქვეყნების საუნივერსიტეტო გუნდები. ტურის პერიოდში თბილისში ჩამოვლენ საქართველოს ჯგუფში მოხვედრილი  მონაწილე ქვეყნების საუნივერსიტეტო ნაკრები გუნდები და დელეგაციები. 

ღონისძიებასთან დაკავშირებით, 31 მარტს, 13:00 სთ, სპორტულ კომპლექს „არენა“-ზე (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2) გაიმართება  პრესკონფერენცია, სადაც დაინტერესებულ მხარეებს დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის მიმდინარეობის შესახებ. პრესკონფერენციას დაესწრებიან საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის გენერალური დირექტორი სვეტლანა აბრასიმოვა, ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტი და MCB-ის პრეზიდენტი ანდრეი პერეგუდოვი, ვითიბის ერთიანი ლიგის პრეზიდენტი სერგეი კუშენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ლექსო გუგავა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე.

საკონტაქტო პირი: 
გიორგი კულდონაშვილი
ტელ.: 599440626.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები