კომერციული კონკურსი

09-02-2010
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს კომერციულ კონკურსს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესაბამისად
 
1. ს.ს.ი.პ «საქართველოს ტქენიკურ უნივერსიტეტზე» უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გაცემული ვაკე-საბურთალოს რაიონში, მ. კოსტავას ქ.¹77-ში მდებარე ადმინისტრაციული კორპუსის სარდაფ სართულზე არსებული 230 კვ.მ ფართი გაიცემა იჯარის უფლებით, საიჯარო ქირის წლიური ოდენობა შეადგენს 15180 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში, იჯარის ვადა 4 წელი.
            «ბე»-ს სიდიდე განისაზღვრება მინიმუმ 3795 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში, რომელიც ჩაითვლება ობიექტის იჯარის ვადის ბოლო წლის ბოლო გადასახადში.
საკონკურსო პირობებად განისაზღვროს:
-      იჯარის უფლებით გასაცემ ობიექტზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
-      იჯარის უფლებით გასაცემ ობიექტზე კვების ობიექტის მოწყობა;
-      ინფორმაციის წარმოდგენა «მეიჯარესთან» ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.
           
     კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
            კონკურსში მონაწილეობისათვის საკონკურსო კომისიას წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს თანხმობა გამოცხადებული საკონკურსო პირობების შესრულებაზე და კონკრეტული თანხა, რომელიც არ შეიძლება იყოს გამოცხადებულ საწყის წლიურ თანხაზე ნაკლები (კონვერტს ლუქავს განმცხადებელი);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლით);
გ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) კერძო სამართლის იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან და წესდების ასლს.
            საჯარო რეესრტში რეგისტრაციისა და აუცილებელი საბუთების წარმოდგენის ხარჯებს იხდის გამარჯვებული.
            კონკურსში გამარჯვებული წლიურ საიჯარო ქირას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად (თანაბარწილად).
            საჯარიმო სანქციები:
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ: ა) საიჯარო ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბ) სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის - კონკურსის შედეგებით დადგენილი წლიური საიჯარო ქირის ოდენობით.
            «ბე»-ს გადახდა ხდება: «თი ბი სი» ბანკი, სკ 211349192, ა/ანგარიში 3408001/GEL, ბანკის კოდი 220101830.
            კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 11 მარტს 15 საათზე.
კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2010 წლის 10 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით 10 საათიდან 14:30 საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
            კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მთავარ კრიტერიუმად განისაზღვრება კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული მაქსიმალური საიჯარო ქირა.
           
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ.¹77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, იურიდიული დეპარტამენტი (ტელ: 36 52 03), ელექტრონული ფოსტა beqa_maisuradze@gtu.ge .

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები