მალტელი არქიტექტორი

19-03-2015
მალტელ არქიტექტორ ლინო ბიანკოს  საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

17 მარტს მალტელ არქიტექტორ ლინო ბიანკოს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის საბჭომ საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა.
არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გოჩა მიქიაშვილმა ფაკულტეტის საბჭოს შესთავაზა არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორის ლინო ბიანკოს  ფაკულტეტის საპატიო პროფესორად არჩევა.
არქიტექტურულ განათლებაში  და პრაქტიკაში  შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ფაკულტეტის საბჭომ ღია კენჭისყრით გადაწყვიტა მისთვის საპატიო პროფესორის წოდების მინიჭება.
ბოლოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის საპატიო პროფესორის  წოდება  დანიელ ლიბესკინდს 2012 წელს მიენიჭა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები