თენგიზ მახარაშვილის გამოფენა

17-03-2015
მხატვარ თენგიზ მახარაშვილის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალურ სამეცნიერო-ტექნიკურ ბიბლიოთეკაში, მხატვარ თენგიზ მახარაშვილის ნამუშევრების გამოფენა ტარდება. არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი თენგიზ მახარაშვილი 30 წელიწადზე მეტია, მუშაობს ფერწერაში. დღემდე მოწყობილი აქვს 24 პერსონალური გამოფენა. ადრეულ წლებში გატაცებული იყო ჭედურობითა და ხეზე ჭრით. აქვს არქიტექტურულ-მხატვრული ნამუშევრები. რამდენიმე ხნის წინ ყველა ნამუშევარს თავი ერთად მოუყარა და ალბომად გამოსცა.

მახარაშვილის ფერწერული მინიატურები ინახება მსოფლიოს 30 ქვეყნის კერძო თუ სხვა კოლექციებში, მათ შორის, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, ჩინეთში, რუსეთში, პორტუგალიაში, შვედეთში, კანადაში, იაპონიაში, ისრაელში, თურქეთში, ირანში, ფინეთში, ლუქსემბურგში და ა. შ..

გამოფენაზე შესვლა თავისუფალია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები