ცენტრი - “ერთად”

13-03-2015
სტუდენტთა საყურადღებოდ

ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი - “ერთად”,  აცხადებს  კონკურსებს  შემდეგ პროექტებზე:

1. სხვადასხვა საინჟინრო ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება და შესაბამისი იმიტაციური მოდელები, მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელთათვის
(აუცილებელია ინგლისური ენის და  საოფისე პროგრამების ცოდნა);

2. სატრანსპორტო ნაკადის მათემატიკური მოდელირება და მართვა;
ა) საქმიანი თამაში არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის; 
ბ)  სატრანსპორტო ნაკადის მართვა ქ. თბილისის სატრანსორტო ქსელის მაგალითზე.
(სასურველია Autocad-ისა და ურბანული სისტემების საფუძვლების  ცოდნა);

3. ვებგვერდი აბიტურიენტებისა და მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელთათვის;
(აუცილებელია სტუდენტი ფლობდეს ვებ-ტექნოლოგიებს და   შეეძლოს  სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება-გარჩევა ინტერნეტის საშუალებით).

სტუდენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების შესრულებაში, უნდა მობრძანდნენ აღნიშნულ ცენტრში სათანადო განაცხადის შესავსებად. 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 23 მარტი.

პროექტში ჩართვა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 

პროექტში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 

მისამართი: 
სტუ-ს VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 510ა.
ტელეფონი: 236-41-28. 64-47.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები