საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელი

13-03-2015
ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა

13 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ. აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საინჟინრო აკადემიის წარმომადგენლები, სტუ–ს აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები.
ათწლიანი გეგმის მიზანია, განავითაროს ქვეყნის ეკონომიკურად მდგრადი, საიმედო და ეფექტური ელექტროგადამცემი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობას და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებას, ენერგოსისტემის ნებისმიერი ელემენტის დაზიანების მიუხედავად.

   

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები