კონკურსი ინსტიტუტ ტექინფორმში

12-03-2015
განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი აცხადებს ღია კონკურსს ანალიზისა და საინფორმაციო რესურსების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური ადგილის (1 საშტატი ერთეული) დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგის სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. ასევე კონკურსანტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლის სტაჟი.

კონკურსში მონაწილობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
  • დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც ეხება ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და სინთეზის მეთოდურ-პრაქტიკულ საკითხებს და განმცხადებლის აზრით წარმოადგენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • შესაბამისი დარგის 1 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს განმცხადებელს (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი).

საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 2015 წლის 10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, 17:00 საათამდე.

მისამართი: 0179, თბილისი, კოსტავას 1ქ.#47, მე-6 სართული, ოთახი 18.

კონკურსში მონაწილეობისათვის სასურველია საბუთები წარმოდგენილი იყოს აგრეთვე ელექტრონული ფორმით. საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული დისკით, ან გაიგზავნოს მისამართზე: tech@caucasus.net 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ტელ.: 2 335122, 2 335315,  2 335288.
პასუხისმგებელი პირი - მეგი თათარაშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები