სამაგისტრო და სადოქტორო გაცვლითი პროგრამები

04-03-2010
ესტონეთის რესპუბლიკის გრანტები
სამაგისტრო და სადოქტორო გაცვლით  პროგრამებზე სასწავლებლად
 
ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ და არქიმედეს ფონდმა 2010-2011 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის  გამოყო 2 გრანტი სამაგისტრო და სადოქტორო გაცვლით  პროგრამებზე სასწავლებლად.
სტიპენდიის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 10 თვე - 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის ივლისამდე. სტიპენდია არ გულისხობს ხარისხის მინიჭებას. შესაბამისად, აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდის ჩაბარება და სწავლის ქირის გადახდა.*
 
ესტონეთის მხარის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის ოდენობა შეადგენს:
-          4500 ესტონურ კრონას ყოველთვიურად - მაგისტრატურის სტუდენტებისათვის (მათ შორის 1200 ესტონურ კრონას საცხოვრებელი ხარჯის დასაფარად);
-          6000 ესტონურ კრონას ყოველთვიურად - დოქტურანტურის  სტუდენტებისათვის (მათ შორის 1200 ესტონურ კრონას საცხოვრებელი ხარჯის დასაფარად)
აპლიკანტი თავად ფარავს მგზავრობის ხარჯებს.
 
 სტიპენდიის მიღების მსურველებმა  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია
o    აპლიკაციის ფორმა (www.archimedes.ee/amk/File/Archimedes2010WD.doc)
o    CV
o    რეკომენდაცია
o    სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა სასწავლებლიდან
o    დეტალური სამუშაო გეგმა
o    დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
o    მოწვევის წერილი ესტონეთის მიმღები უნივერსიტეტიდან
o    ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და ორ ეგზემპლარად.
 
აპლიკანტმა მიმღებ უნივერსიტეტს  უნდა აცნობოს რომ მისი  კანდიდატურა წარდგენილია სტიპენდიაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
უნივერსიტეტების სია და სხვა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.smartestonia.ee/index.php?page=348&
 
*იმ შემთხვევაში თუ ხარისხის მოპოვება სურს  აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდები, გაიაროს გასაუბრება (ან მისი შემოქმედებითი ნამუშევრის შეფასება) დამოუკიდებლად  სტიპენდიის მოპოვების პროცედურისაგან. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მიმღებ უნივერსიტეტს (საერთაშორისო სტუდენტების ოფისს).  სტიპენდია არ ფარავს ესტონეთში სწავლების გადასახადს. თუ სტუდენტს სურს ხარისხის მიღება  ამ შემთხვევაში იხდის სწავლის ქირას.
 
საბუთების მიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 12 აპრილის 16:00-მდე.
მის. დიმიტრი უზნაძის 52, ტელ: 31 89 40 (131)

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები