ორგანიზაცია ASEP

10-03-2015
ორგანიზაცია ASEP

ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურება ავსტრიული ორგანიზაციიდან

ავსტრიული ორგანიზაცია „ავსტრიის უფროსი ექსპერტების გაერთიანება“ - ASEP აერთიანებს სხვადასხვა სფეროების, მათ შორის მედიცინის, სოფლის მეურნეობის, მენეჯმენტის, განათლების, საავტომობილო ინდუსტრიის, სამშენებლო, საინფორმაციო სისტემების, ტელეკომუნიკაციების, სადაზღვევო, ჯანდაცვის, სურსათის, ლოჯისტიკის, საინჟინრო, ნავთობის, გაზის, ფარმაცევტული, უძრავი ქონების, ტექსტილის, ტურიზმის, სასტუმროების, საბანკო, ავიაციის, საკონსულტაციო და სხვა სფეროების 200-მდე ექსპერტსა და კონსულტანტს, რომლებიც მზად არიან თავიანთი ცოდნა და გამოცდილება (ბიზნესის დაწყების, იდეებისა და პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლების და მათთვის საექსპორტო ბაზრების მოძიების, პროდუქციისა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების, საბიუჯეტო და საბუღალტრო სისტემების შექმნის, ბიზნეს გეგმების დასახვის, ხარისხის მართვის, ორგანიზაციის სტრუქტურის მოწყობის, კადრების შერჩევისა და კვალიფიკაციის ამაღლების, კრიზისების მართვის და სხვა მრავალი კუთხით) დაინტერესებულ ადამიანებსა და კომპანიებს გადასცენ.

ორგანიზაციის საკონსულტაციო მომსახურება ძირითადად მედიცინის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროებში გამოიყენება.
ორგანიზაციაში კონკრეტული პროექტის ან საკონსულტაციო მომსახურების მოთხოვნაზე განაცხადის შესვლის შემდეგ, ის ASEP-ში გაერთიანებული შესაბამისი სფეროს ყველა ექსპერტს ეგზავნება. შემდგომი კონსულტაციების შედეგად ხდება პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ექსპერტის შერჩევა. ექსპერტის მომსახურება უფასოა, თუმცა დასაფარია ის ხარჯები, რომელიც ექსპერტმა პროექტზე მუშაობის დროს გასწია (მგზავრობა, სატელეკომუნიკაციო ხარჯები და სხვა).

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თამარ ლომაძე, 
ტელ: 269 38 89
ელ. ფოსტა:  t.l@gcci.ge 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები