შემოდგომის ლექციები თბილისში-2

19-09-2015
შემოდგომის  ლექციები  თბილისში

5-14 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იულიხის სამეცნიერო -კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჩატარდება ლექციების კურსი „შემოდგომის ლექციები თბილისში-2“, რომლთა თემატიკა  მოიცავს ბირთვული ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკის და მათი საინჟინრო-ტექნიკური გამოყენების მიმართულებებს. ასევე განხილული იქნება მათი პრაქტიკული რეალიზება მსოფლიო დონის კვლევების მაგალითზე. სპეციალური დრო დაეთმობა პრაქტიკულ ხასიათის მეცადინეობებს ლაბორატორიებში.
ლექციებს წაიკითხავენ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაატარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის, ბონის და აახენის უნივერსიტეტების პროფესორები: იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, პროფ. სებასტიან შმიდტი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი  პროფ. ჰანს  შტროერი, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები - პროფ. დეტლევ  გოტა, დოქტორები ანდრო კაჭარავა და ირაკლი ქეშელაშვილი. ასევე  ბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის პროფ. დიტერ ევერსაიმი, იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ჯონ  შა და იულიხის საინჟინრო და ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი პროფ. გჰალებ ნათუა.

მუშაობის ფორმები: ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები.

ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების სამუშაო ენაა ინგლისური.

სამუშაო ჯგუფის შერჩევა მიმდინარეობს კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე  საქართველოს  სხვა უნივერსიტეტებს  და საშუალო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც  დაინტერესებული არიან  ფიზიკის  შესწავლით.

ლექციებზე დასწრების  მსურველებმა მიმართეთ:
პროფ.ქეთევან კოტეტიშვილი 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტი,  IV  კორპუსი, ოთახი 306.  
ტელ.:  599-50-48-21
ელ.ფოსტა  ketinooo@hotmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:  http://www.fz-juelich.gtu.ge/


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები