შეხვედრა ცერნის წარმომადგენელთან

26-02-2015
26 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ცერნის PH-დეპარტამენტის უფროსი ტიციანო კამპორესი ეწვია. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცერნის პროექტებსა და ექსპერიმენტებს, აგრეთვე, მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ერთობლივ პროექტებს. 

ტიციანო კამპორესიმ ფიზიკის დარგში სამეცნიერო ხარისხი 1991 წელს ბოლონიის უნივერსიტეტში მოიპოვა. 1983 წელს შეუერთდა MAC ექსპერიმენტს PEP კოლაიდერზე (SLAC). 1986 წლიდან ცერნის ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია. იკვლევს ელემენტარულ ნაწილაკებს ცერნის ექსპერიმენტულ კვლევებში. შეუერთდა DELPHI ექსპერიმენტს კოლაიდერზე. 1994-1995 წლებში გახდა LEP ფიზიკის კოორდინატორი და თავმჯდომარეობდა LEP ენერგიის საზომ გუნდს. 1999 წელს აირჩიეს DELPHI-ის ექსპერიმენტის სპიკერად. 2001 წელს ეუერთდა CMS ექსპერიმენტს. იყო ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის პროექტის ტექნიკური კოორდინატორი. ტიციანო კამპორესი არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტისა და ცერნის ფარგლებში არსებული სხვადასხვა ჯგუფის წევრი. 2013 წელს აირჩიეს CMS-ექსპერიმენტის სპიკერად 2014-16 წლებისთვის. კამპორესი არის საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები