ონლაინგამოკითხვა

26-02-2015
ონლაინგამოკითხვა ინტერნეტში სიძულვილის ენასთან დაკავშირებით

2012 წელს, ევროსაბჭომ დაიწყო მოძრაობა „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც ჩაატარა ონლაინგამოკითხვა, თუ რას ფიქრობდნენ ახალგაზრდები ონლაინ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ევროპიდან და  მის ფარგლებს გარეთ.

ევროსაბჭოს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  სურს „გაიმეოროს“ ონლაინგამოკითხვა და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს მასში, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევებრძოლოთ სიძულვილის ენას და დავიცვათ ადამიანის უფლებები ინტერნეტში. 

გამოკითხვა ტარდება 23 ენაზე. გთხოვთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა და ამ ენაზე გასცეთ პასუხი დასმულ შეკითხვებს. 

გაუზიარეთ გამოკითხვა თქვენს მეგობრებსა და ნაცნობებს. 

გამოკითხვა მიმდინარეობს 2015 წლის 22 მარტამდე.
http://www.nohatespeechmovement.org/survey/lang/ka_GE


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები