"რეგიონ ოპერას" პრემიერა

25-02-2015
საოპერო თეატრის "რეგიონ ოპერას" სადებიუტო სპექტაკლის პრემიერა

25 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მცირე საოპერო თეატრის "რეგიონ ოპერას" სადებიუტო სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. 
საოპერო თეატრმა ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოადგინა ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“, რომლითაც თავისი პირველი სეზონი გახსნა. სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
3-მოქმედებიან წარმოდგენაში უფროსი თაობის პროფესიონალ საოპერო მომღერლებთან ერთად ახალგაზრდებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, გუნდი: ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ქართები“, ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ვოკალური ანსამბლი „ქალდეა“ და ნაციონალური ბალეტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი". 
საქართველოში მეორე საოპერო თეატრი “რეგიონ ოპერა” ორი წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია ქართული, მივიწყებული ოპერის აღდგენა და ოპერის მიზანი საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის გაცნობა-პროპაგანდა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები