ინტერრეგიონალური შეხვედრა-სემინარი

14-02-2015
16 თებერვალს, სასტუმრო „ბომონდში“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ტემპუსის პროექტით გათვალისწინებული ინტერრეგიონალური შეხვედრა-სემინარი გაიხსნა და აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
სემინარში მონაწილეობენ საფრანგეთის (გრენობლის აკადემია), ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის, რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და საქართველოს უნივერსიტეტები (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი“), ასევე, „ერაზმუს+“-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული პროფესიონალური ასოციაციის წარმომადგენლები.
სემინარი ეძღვნება საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულების განვითარების საკითხებს, კერძოდ, ესაა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის უნივერსიტეტებში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა (სასტუმრო მეურნეობის მართვა).
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით გათვალისწინებულია სასტუმრო ინდუსტრიისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ევროპული სისტემით.
სემინარი 18 თებერვალს დასრულდება. სემინარზე განხილული იქნება პროექტის რეალიზაციის პირველი ეტაპის შედეგები და მისი შემდგომი ამოცანები.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები