სტუდენტური დებატები 2015

13-02-2015
თბილისის  ჩემპიონატი  სტუდენტურ დებატებში 2015

ქ. თბილისის  მერიის  განათლების, სპორტისა  და  ახალგაზრდულ  საქმეთა საქალაქო სამსახურის  მხარდაჭერით იწყება  მასშტაბური საგანმანათლებლო მედია პროექტი: „თბილისის  ჩემპიონატი  სტუდენტურ დებატებში 2015“.
ჩემპიონატის  ორგანიზატორები არიან „ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრი” YICDAC და საქართველოს ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი.
პროექტის  მიზანია, ხელი შეუწყოს  უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას, სტუდენტების კარიერული წინსვლასა და  პროფესიული  განვითარებას, მათთვის  საჯარო გამოსვლების და დებატების  უნარების განვითარებას, სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას.
ჩემპიონატში  მონაწილეობენ: საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და  ახალი  უმაღლესი  სასწავლებელი.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის სახელით დარეგისტრირებულ სტუდენტურ გუნდებს. კონკურსის გზით შეირჩევა ყველა მონაწილე უნივერსიტეტიდან თითო გუნდი, რომელიც დებატებს  სატელევიზიო  ფორმატში გამართავს.

გამარჯვებული გუნდი სასწავლო გაცნობითი ვიზიტით გაემგზავრება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.

სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის  25  თებერვლამდე, „ახალგაზრდული პრესკლუბის“ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ypc.ge.   

საკონტაქტო ინფორმაცია:
გოგი ჩიქოვანი
პროექტის  ხელმძღვანელი  599872888
ტელ: 0322257919  
ელ.ფოსტა: youth.initiatives2014@gmail.com; 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები