პაატა ბურჭულაძის დაჯილდოება

09-02-2015
დაჯილდოება

9 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პაატა ბურჭულაძეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
სტუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის წევრსა და სამშენებლო ფაკულტეტის ალუმნის,  საოპერო  ხელოვნების  მსოფლიო დიდოსტატ პაატა ბურჭულაძეს აღნიშნული ჯილდო გადაეცა, როგორც  გაეროს  კეთილი ნების  ელჩს,  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ  „იავნანას“ დამფუძნებელს,  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის სულისჩამდგმელსა  და მომავალი თაობების რწმენისათვის მზრუნველს.
სახელგანთქმულ მომღერალს შესაბამისი მედალი და სიგელი სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
   

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები