საერთაშორისო კონგრესი

24-12-2009
VII საერთაშორისო კონგრესი სოფიაში
 
 
ბულგარეთის მანქანათმშენებელთა სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების ორგანიზებით 2010 წლის 26-28 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება VII საერთაშორისო კონგრესი “მანქანები, ტექნოლოგიები, მასალები’10”. კონგრესის თემას წარმოადგენს “ინოვაციური გადაწყვეტილებები პროდუქციისა და პროცესის განვითარების მიზნით”.
 
კონგრესთან ერთად მოეწყობა მანქანათმშენებლობის გამოფენაც MachTech’10. ერთობლივად ჩატრებული ორივე ღონისძიების საფუძველზე შეიქმნება ინდუსტრიული ფორუმი სახელწოდებით: ”მანქანები, ტექნოლოგიები, მასალები-ინოვაციები მრეწველობისთვის”.
 
კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ დეტალური ინფორმაციისათვის:
 
Scientific-Technical Union of Mechanical Engineering
108 Rakovski str., 1000 Sofia, Bulgaria
tel./fax (+359 2) 986 22 40, tel. (+359 2) 987 72 90

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები