ურთიერთგაგების მემორანდუმი

23-12-2009
მემორანდუმს ხელი მოეწერა 
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ თურქეთის იალოვას უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
 
თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, 23 დეკემბერს გალერეა "უნივერსში" ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ორიენტირებული იქნება აკადემიური პროგრამების განვითარებაზე.
 
აღნიშნულ მემორანდუმს თურქეთის მხრიდან ხელი მოაწერეს იალოვას უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა პროფ. ისმაილ ადაკმა და ევროკავშირისა და საერთაშორისო ურთიერთობების დახელოვნების ცენტრის კოორდინატორმა, გულგონულ ბოზოგლუმ, ხოლო საქართველოს მხრიდან - ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფ. ოთარ ზუმბურიძემ.
 
მოცემული მემორანდუმის მოქმედების ვადა, ერთობლივი ხელმოწერის მომენტიდან 3 წელიწადია. აღნიშნული ვადის დასრულების შემდგომ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მისი  ხელახლა განხილვა და განახლება.
 
თურქი სტუმრები საქართველოში 25 დეკემბრამდე დარჩებიან.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები