ფაკულტეტის ახალი პერსპექტივები

23-01-2015
აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი პერსპექტივები

23 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის  სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრებს. ღონისძიება გახსნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზემოხსენებული სამინისტროებისა და ასევე, სსიპ სამელიორაციო სისტემების მართვის კომპანიის წარმომადგენლები.
სტუმრები შეხვდნენ სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მათ ისაუბრეს დარგის პერსპექტივებზე და გასცეს პასუხები ახალგაზრდების შეკითხვებს. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სტუდენტთა პირველი მიღება 2014-2015 წლისთვის განხორციელდა. ბაკალავრიატში პირველკურსელთა რაოდენობამ 650-ს მიაღწია. ამოქმედდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც. ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. მათგან 7 პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.

   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები