სერთიფიკატების გადაცემა

21-01-2015

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯილდოება

20 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობ ცენტრში - „ერთად“ გაიმართა სხდომა, სადაც სტუდენტური სერვის ცენტრის კურსდამთავრებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა ს.ს. ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ. ლელა კოდუამ. სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს შემდეგი კურსები:

  • კომპიუტერის არქიტექტურა
  • ლოკალური ქსელის ადმინისტრირება

მოგახსენებთ, რომ სტუდენტურ სერვის ცენტრში ტარდება კურსები სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ,

  • კომპიუტერის არქიტექტურა
  • ლოკალური ქსელის ადმინისტრირება
  • AUTOCAD სისტემაში მუშაობა
  • MATLAB სისტემაში მუშაობა

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
სტუდენტური სერვის ცენტრი, VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 511ა. 10:00-იდან 17:00 საათამდე.  ტელ.: 236-86-75.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები