კონკურსი პროფესორის თანამდებობაზე

15-01-2015

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2014-2015 სასწავლო წლის მე-2 სემესტრიდან აკადემიური თანამდებობების (პროფესორი) დასაკავებლად აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის (კოსტავას ქ. N 68, პირველი კორპუსი, VI სართული, ოთახი N601,  ტ.: 236 52 80) ფაკულტეტზე:

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

კონკურსი ცხადდება აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორის 2 (0,5 განაკვეთზე) ვაკანტურ თანამდებობაზე შემდეგ სასწავლო კურსებზე: გარემოს დაცვა (1 ერთეული) და მიკრობიოლოგია (1 ერთეული). მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა და განცხადებების მიღება იწარმოებს ფაკულტეტის დეკანატში, გამოცხადე¬ბიდან ერთი თვის შემდეგ, 2015 წლის 16 თებერვლიდან  18 თებერვლის  ჩათვლით ყოველ დღე, 1000-დან 1500 საათამდე.
კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 19-20 თებერვალს. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2015 წლის 23 თებერვლისა,  საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე:
www.gtu.ge.
კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2015 წლის 27 თებერვლიდან.

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ა)  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 6 წლის გამოცდილება;
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში პირადად უნდა წარადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი 
განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);
ე) იმ საკონკურსო საგნების ჩამონათვალი, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის მეცადინეობების კურსის გაძღოლა.
ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ზ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა

1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
2. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 
65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს.

IV. კონკურსის ჩატარების წესი

1.  კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის”, უნივერსიტეტის წესდებისა და “აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისa da კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, საინჟინრო, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები