"ევროფილოსოფიის" სამაგისტრო პროგრამა

14-01-2015
ერაზმუს მუნდუსის გერმანულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა „გერმანული და ფრანგული ფილოსოფია ევროპაში“

მუნდუსის გერმანულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა „გერმანული და ფრანგული ფილოსოფია ევროპაში“ სტუდენტებს სთავაზობს ორწლიან სასწავლო კურსს გერმანულ და ფრანგულ ფილოსოფიებზე და მათ ურთიერთგავლენაზე.

სტუდენტი 1 ან 2 სემესტრის განმავლობაში (2 წელი) ისწავლის პროგრამაში ჩართული 7 უნივერსიტეტიდან სამ უნივერსიტეტში და სასწავლო კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მიიღებს ამ სამი უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო წოდებას.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობას წარმოადგენს წარმატებულად დასრულებული საბაკალავრო ან მისი მსგავსი კურსი (მინიმუმ 180 კრედიტით) ფილოსოფიის მიმართულებით. აპლიკანტს მოეთხოვება გერმანული და/ან ფრანგული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. თუ სტუდენტი აღნიშნული ენებიდან ერთ-ერთს დამაკმაყოფილებელ დონეზე ფლობს, ის ვალდებულია, სასწავლო კურსის დროს გაიაროს ენის კურსები და ჩააბაროს შესაბამისი ენის გამოცდა.

დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ:
http://europhilomem.hypotheses.org 

შესაბამისი განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად და ფოსტით 2015 წლის 26 იანვრამდე, შემდეგ მისამართზე: 

Université Toulouse 2
Le Mirail, EuroPhilosophie – ERASMUS MUNDUS Pavillon de la Recherche 
(bureau R219), Herrn Jean-Christophe Goddard, 5, allées Antonio Machado
31058 Toulouse cedex 9, FRANCE

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები