სამინისტროს მხარდაჭერა

13-01-2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 9 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ეს თანხა  ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისთვის აუცილებელ სამუშაოებს მოხმარდება. 

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  ფუქნციონირებას ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში გააგრძელებს. სასწავლებელს ექნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიები, ყველა ლაბორატორიასა და აუდიტორიაში ე.წ. ინტლექტუალური დაფები (smart board) მოეწყობა, აუდიტორიები "ხმის მიცემის სისტემით" (smart response clcker ) აღიჭურვება. აღნიშნული ტექნოლოგია ინოვაციურია და იძლევა ლექციის მიმდინარეობის პროცესში აუდიტორიის მაქსიმალურად ჩართვისა და სტუდენტების მიერ ლექტორის შეფასების საშუალებას. 

მსგავსი ტექნოლოგიები საქართველოში არათუ ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, არამედ რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზეც კი ჯერ არ არსებობს. სასწავლო კორპუსს, ასევე, ექნება სივრცე სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად და იგი ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამები, რომლებიც ფაკულტეტზე ისწავლება, სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. 

ფაკულტეტის რამდენიმე პროგრამა ხორციელდება აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია აიოვას უნივერსიტეტში არსებული პროგრამების დანერგვა და 2+2 სასწავლო გეგმის განხორციელება, რაც ორმაგი დიპლომის გაცემის საშუალებას მოგვცემს. 

ამჟამად მიმდინარეობს ფაკულტეტის შენობის რეკონსტურქცია-რეაბილიტაცია და გათვალისწინებულია ყველა მოთხოვნა, რომელიც თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. 

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ადგილზე გაეცნენ. სამუშაოების მიმდინარეობა მასმედიის საშუალებებმაც გააშუქეს.



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები