CYSENI 2015

08-01-2015

საერთაშორისო კონფერენცია ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით
CYSENI 2015

2015 წლის 27-28 მაისს ლიტვის ენერგიის ინსტიტუტში (ქ. კაუნასი, ლიტვა) ჩატარდება ახალგაზრდა მეცნიერთა XII  საერთაშორისო კონფერენცია ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით- CYSENI 2015.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს, პოსტ-დოქტორანტებს და სხვ.).

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის თემები:
• წყალბადი და საწვავი ელემენტები
• განახლებადი ენერგიის წყაროები
• გონიერი ენერგიის ქსელები
• ენერგოეფექტურობა და საიმედოობა
• ენერგიასთან დაკავშირებული პოლიტიკური კურსის გატარება
• კვლევები  თერმული ფიზიკის, სითხის მექანიკისა და მეტროლოგიის სფეროებში
• მასალათმცოდნეობა და ტექნოლოგიები
• წვისა და პლაზმური პროცესების კვლევები
• გლობალური ცვლილება და ეკოსისტემები
• დნობის ენერგია
• ატომის გახლეჩა და რადიაციული დაცვა
• ენერგიასთან დაკავშირებული უახლესი საკითხები

კონფერენციის ენა ინგლისურია.

თეზისების ატვირთვა ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია: http://www.cyseni.com/en/upload-your-abstract .

რეგისტრაციისა და თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 12.01.15.
მოხსენებების წარდგენის ბოლო ვადა: 21.04.15
პრეზენტაციების წარდგენის ბოლო ვადა: 27-28.05.15

დეტალური ინფორმაციისათვის:

კონფერენციის ვებგვერდი: www.cyseni.com
კონფერენციის ელ.ფოსტა: cyseni@gmail.com


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები