პროფ.ჭირაქაძის პრემიის ლაურეატები

26-12-2014
პროფ. გიორგი (გოგი) ჭირაქაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო

23 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო ჩატარდა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა საპატიო დაფა  და გაიმართა წიგნის ”გოგი ჭირაქაძის გვერდით” პრეზენტაცია.

ასევე, პროფ. გიორგი (გოგი) ჭირაქაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ეგიდით ჩატარებული კონკურსის ლაურეატები.

პროფესორ  გოგი ჭირაქაძის პრემიის ლაურეატები:
ბაჩუკი შაშიკაძე  - I პრემია (300 ლარი);
კესო ბარამიძე - II პრემია  (200 ლარი); 
ნინო ზვიადაძე - III პრემია  (100 ლარი); 
ოთარ ბიბილეიშვილი - III პრემია (100 ლარი); 
ნონა ნონიაშვილი - III პრემია  (100 ლარი).


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები