შეხვედრა რედაქტორებთან

23-12-2014

შეხვედრა სტუ-ს სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორებთან

2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სტუ-ს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა  ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრის - „ერთად“ და სტუ-ს ინსტიტუტ ტექინფორმის ერთობლივი პროექტის - „სტუ-ს სამეცნიერო ჟურნალების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად“, ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სტუ-ს სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჟურნალების მომზადების საკითხები.

პროექტის შემსრულებელმა რედაქტორებს გააცნო ჟურნალების მომზადების საერთაშორისო სტანდარტები და იქვე აღნიშნა, რომ სტუ-ს ვერცერთი ჟურნალი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს სრულად, რაც ხელს უშლის მათ განთავსებას  საერთაშორისო ბაზებში.

შეხვედრას  ესწრებოდნენ პროექტის შემსრულებლები,  სტუ-ს სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორები და სტუ-ს თანამშრომლები.

ჟურნალების რედაქტორებს  გადაეცათ შესაბამისი სტანდარტები (იხ. ბმული http://www.ertad.gtu.ge/).


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები