შეხვედრა თბილისის მერთან

12-12-2014
შეხვედრა თბილისის მერთან

12 დეკემბერს თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. 

შეხვედრის თემა ეხებოდა ქალაქში მიმდინარე აქტუალური საკითხებს - ტრანსპორტი, არქიტექტურა, მშენებლობა, ენერგეტიკა, სოციულური საკითხების სამართლებრივი რეგულირება. დედაქალაქის მერმა მოუსმინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების  მოსაზრებებს, წინადადებებს. მან ასევე, უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

მერთან შეხვედრა ესწრებოდნენ სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, სამშენებლო ფაკულტეტების, ასევე, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სტუ-ში სტუმრობისას თბილისის მერმა ასევე, დაათვალიერა კრიმინალისტიკურ ლაბორატორიასა და იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, გაეცნო სამართლის კლინიკისა და უფასო იურიდიული კონსულტაციის მუშაობის სპეციფიკას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები