საიუბილეო ღონისძიება

12-12-2014
საიუბილეო კონფერენცია

12 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეუფე ანანიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია სტუ-ს რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
სტუ-ს პროფესორებთან ერთად, საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის სასულიერი სემინარიისა და აკადემიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, გუდარეხის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი თორნიკე ნაცვლიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სხვა ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწეები.
ღონისძიების დასასრულს კონცერტი გაიმართა.
მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანანია (თენგიზ ჯაფარიძე), 1949 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში დაიბადა. ის საქართველოს საპატრიარქოს ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. 
მეუფე ანანიას ეკუთვნის მრავალი წიგნი, გამოკვლევა და პუბლიცისტური წერილი.1996-2012 წლებში სამჯერ გამოიცა მეუფე ანანიას ოთხტომეული “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია” (გამომცემლობები: “მერანი”, “ალილო” და “გუმბათი”).


    



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები