საჯარო პრეზენტაცია

10-12-2014

მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის საჯარო პრეზენტაცია

15 დეკემბერს, 11:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკურ ცენტრში (I კორპუსი, აუდ. #725ბ) შედგება მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის საჯარო პრეზენტაცია. აპარატის შეძენა შესაძლებელი გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში  „თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად“ გამარჯვების შედეგად.

მიკროსკოპი  წარმოადგენს იაპონური  კომპანია JEOL-ის  JSM -6510 /LV/LA თანამდეროვე  ანალიტიურ მოდელს, რომლის მაქსიმალური გარჩევისუნარიანობა 3 ნანომეტრია. მიკროსკოპი აღჭურვილია მეორადი და უკუარეკვლილი ელექტრონების დეტექტორებით.  ენერგო-დისპერსიული რენტგენო-სპექტრალური მიკროანალიზატორი (ედრსმ) ელემენტების დეტექტირების საშუალებას იძლევა  Be-Cf-ის ინტერვალში. დაბალი ვაკუუმის რეჟიმის გამოყენებით შესაძლებელია ბიოლოგიური ნიმუშების შესწავლაც. მისი მაღალი გარჩევისუნარიანობა და ელემენტების თითქმის მთელი სპექტრის ანალიზი მნიშვნელოვნად ზრდის მიკროსკოპის გამოყენების არეალს. აღნიშნული მიკროსკოპი თავისი მონაცემებით უნიკალურია საქართველოს მასშტაბით.

ყველა დაინტერესებულ პირს გთხოვთ, დაესწროთ პრეზენტაციას.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები