დაჯილდოება

08-12-2014
იაპონელი პროფესორის დაჯილდოება

8 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონელ პროფესორ აცუტო სუზუკის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) გენერალურ დირექტორს, პროფესორ აცუტო სუზუკის აღნიშნული ჯილდო მაღალი ენერგიების სფეროში განსაკუთრებული მიღწევების აღიარების ნიშნად, ასევე, ქართველ და იაპონელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის გადასცა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრნგიშვილმა.

სუზუკი სწავლობდა ნიიგატას უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი მოიპოვა ტოჰოკუს უნივერსიტეტში, მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1993 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს. სუზუკი მონაწილეობდა იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ექსპერიმენტში. 2005 წელს მან მიიღო მედალი „Purple Ribbon“. 2006 წლის აპრილიდან იგი უკვე იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) გენერალური დირექტორია. 2006 წელს მან მიიღო Bruno Pontecorvo-ს პრემია.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები