ბრიფინგი

05-12-2014
ბრიფინგი

5 დეკემბერს, სტუ-ში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ბრიფინგი ჩატარდა. 
7 დეკემბერს, პარალელურად სანკტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტსა და თბილისში, ტარდება 2014-2015 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი უმაღლეს სასწავლებელთა შორის ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ზონისთვის. ეს ზონა თითქმის მთლიანად ფარავს პოსტსაბჭოთა სივრცეს (უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით) და უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. აღსანიშნავია, რომ 10 წელიწადზე მეტია, რაც მედალოსნების ნახევარი ამ ზონას წარმოადგენს.
თბილისში თავს მოიყრიან სამხრეთ კავკასიის საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტები. ნახევარფინალის ყველა მონაწილე ავტომატურად მონაწილეობს სამხრეთ კავკასიის ღია გუნდურ ჩემპიონატში. ამ ჩემპიონატში წელს მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია რამდენიმე უძლიერესი გუნდი უკრაინიდან. მონაწილეებს შორის იქნება საუკეთესო ქართველი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი. 
სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა 8 დეკემბერს ჩატარდება. 
წელს სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს გუნდების სარეკორდო რაოდენობა (72).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები