SI Visby სტიპენდიები

04-12-2014
SI Visby სტიპენდიების პროგრამა 2015/2016 აკადემიური წლისათვის

ბალტიის ზღვის რეგიონის თანამშრომლობის შვედეთის ინსტიტუტი აცხადებს სტიპენდიების პროგრამას 2015/2016 აკადემიური წლისათვის, SI Visby პროგრამის ფარგლებში. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოდან, ბელორუსიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, მოლოდოვეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. კონკურსში გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ან კვლევები შვედეთის უნივერსიტეტებში.

PhD სტუდენტებსა და პოსტ დოქტორანტურის მკვლევრებს შვედეთის უნივერსიტეტში კვლევების ჩატარება შეუძლიათ შემდეგი პერიოდით:
• PhD სტუდენტი –12 თვემდე
• პოსტდოქტორი – 6, 9 ან 12 თვე 
• უფროსი მეცნიერი –6 თვემდე
სტიპენდიის ოდენობა:
• PhD სტუდენტი – თვეში 15,000  შვედური კრონი 
• პოსტდოქტორი – თვეში 18,000 შვედური კრონი 
• უფროსი მეცნიერო – თვეში 18,000 შვედური კრონი 
სადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
https://studyinsweden.se/scholarship/visby-programme-scholarships-for-phd-studies-and-postdoctoral-research/ 

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სტიპენდიები ერთწლიან (60 კრედიტი) ან ორწლიან (120 კრედიტი) სამაგისტრო პროგრამაზე, 2015 წლის შემოდგომის სემესტრიდან. ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მფლობელს შეუძლია დამატებითი სტიპენდიების მიღება  შვედეთში სტაჟირებისთვის (5 თვემდე ვადით).
სამაგისტრო სტიპენდიები ფარავს სწავლის გადასახადსა და  შვედეთში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თვეში 9,000 შვედური კრონის ოდენობით.
სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
https://studyinsweden.se/scholarship/visby-programme-scholarships-for-masters-level-studies/ 

PhD სტუდენტების, პოსტდოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის სააპლიკაციო ფორმების შევსების ბოლო ვადა : 15.01.2015; 
სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის საბუთების მიღება 2 ეტაპად წარიმართება: 2015 წლის 15 იანვრამდე - შვედეთის ცენტრალურ მისაღებ სისტემაში (www.universityadmissions.se) და შემდგომ, 2015 წლის 2-13 თებერვლამდე - უშუალოდ SI სტიპენდიების პროგრამისთვის (www.studyinsweden.se).

SI Visby სტიპენდიების პროგრამასთან დაკაშირებით დამატებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ:

მარკუს ბომანი (Markus Boman), პროგრამის მენეჯერი
ელ-ფოსტა: markus.boman@si.se 
ირინა ოვჩინიკოვა (Irina Ovchinnikova), პროგრამის ადმინისტრატორი
ელ-ფოსტა: irina.ovchinnikova@si.se


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები