სასწავლო კურსები

26-11-2014
სასწავლო კურსები კომპიუტერის არქიტექტურასა და ლოკალური ქსელის ადმინისტრირებაში

სტუდენტური სერვის ცენტრი გთავაზობთ სასწავლო კურსებს:

კომპიუტერის არქიტექტურა:
  • კომპიუტერული სისტემის ძირითადი კომპონენტების აღწერა;
  • კომპონენტების მუშაობის პრინციპისა და მახასიათებლების შესწავლა;
  • კომპონენტების დაკავშირება-აწყობა, სათანადო დრაივერების დაყენება;
  • კომპიუტერის ლოკალურ ქსელში ჩართვის უზრუნველყოფა;
  • გაუმართაობების აღმოფხვრა.
კურსის ხანგრძლივობა: 10 სთ.            ფასი - 35 ლარი

ლოკალური ქსელის ადმინისტრირება
  • Windows Server 2012 ინსტალაცია და მართვა; 
  • აქტიური დირექტორიის ობიექტების მართვა; 
  • IPv4 ქსელის გამართვა; 
  • DHCP სერვერის გამართვა; 
  • DNS სერვისების გამართვა; 
  • IPv6 ქსელის გამართვა; 
  • ფაილებისა და პრინტერების სერვისები; 
  • Group Policy-ს მართვა; 
  • სერვერების ვირტუალიზაცია Hyper-V-ის დახმარებით.
კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ.               ფასი - 55 ლარი

გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი

კურსებს უძღვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.
მსმენელებს საშუალება ექნებათ, დამოუკიდებლად, ლექტორების ზედამხედველობით იმუშაონ.

გთხოვთ, მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართებზე: 

1. ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი  „ერთად“,  VI სასწავლო კორპუსი. 10:00-იდან 17:00 საათამდე.  ტელ.236 41 28
2. VI სასწავლო კორპუსი. ოთახი 511ა. 10:00-იდან 17:00 საათამდე.  ტელ.: 236-86-75.
3.  VI სასწავლო კორპუსი. ოთახი 205 დ. 10:00-იდან 17:00 საათამდე.

მეცადინეობების დაწყების სავარაუდო თარიღია 2 დეკემბერი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები