ტრეინინგის კურსი

14-11-2014
ტრეინინგის კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს  რეგისტრაციას  სტუ-ს აკადემიური პროგრამების როგორც ძირითად, ისე მოწვეულ პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ამერიკის აიოვას უნივერსიტეტის „სწავლასა და სწავლებაში დახელოვნების ცენტრის„ (CETL) უახლესი ტრეინინგ პროგრამების მიხედვით (გაიცემა ამერიკულ-ქართული სერტიფიკატი). ტრეინინგები უფასოა სტუ-ს ძირითადი (აკადემიური კონკურსით გასული) თანამშრომლებისთვის. მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ ტრეინინგების მრავალფეროვან თემატიკას ცენტრის საიტზე (hpep.ge). 

დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და  რეგისტრაციისათვის მოგვმართეთ: კოსტავას 68, სტუ-ს I კორპუსი (გალერეა უნივერსი); ელ.ფოსტა: t-tsertsvadze@mail.ru; ტელეფონი: 2 33 30 51.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა)    ცნობა სტუ-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტიდან;
ბ) მოკლე CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ელ. ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის მითითებით; 
გ)   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

რეგისტრაცია დაიწყება ა/წ 24 ნოემბერს და გაგრძელდება 15 დეკემბრამდე. ტრეინინგების დაწყებისა და მსვლელობის გრაფიკის  შესახებ დარეგისტრირებულ პირებს ინფორმაცია გაეგზავნებათ პერსონალურად ელ. ფოსტის საშუალებით. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები