ლექციების ვიდეოჩაწერა

14-11-2014
პროფესორების ლექციების ექსკლუზიური ვიდეო ფორმატში ჩაწერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრი და მასთან არსებული NATO-ს სტუდია (hpep.ge), სტუდენტებისთვის სწავლის პროცესში ხელშეწყობის მიზნით, აგრძელებს პროფესორების ლექციების (როგორც ერთეულოვანი, ასევე საგნის მთლიანი კურსის) ექსკლუზიურ ვიდეო ფორმატში ჩაწერას. პროცესი ხორციელდება სპეციალური აპარატურით, რომელიც იძლევა წერისა და ხაზვის ჩაწერის რეჟიმში ინტერაქტიულად მოახდინონ ჩანაწერების, ფორმულებისა და სხვა ოპერაციების განხორციელება. აგრეთვე, ჩართონ მზა ნახაზები, რუკები, ფოტოები და სხვ.

სტუ-ს პროფესურისთვის მომსახურება უფასოა.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და  რეგისტრაციისათვის მოგვმართეთ:
კოსტავას 68, სტუ-ს I კორპუსი (გალერეა უნივერსი); ელ.ფოსტა: კოკა მაღრაძე 4testuse@gmail.com; ლიკა ძაგნიძე: 557 35 88 11 likazagnidze@yahoo.com;  ტელეფონი: 2 33 30 51.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
1. განცხადება რექტორის სახელზე;
2. ცნობა სტუ-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტიდან; 
3. მოკლე CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ელ. ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომერის მითითებით;
4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

რეგისტრაცია დაიწყება ა/წ 25 ნოემბერს და გაგრძელდება 20 დეკემბრამდე. ჩაწერის  გრაფიკის  შესახებ   დარეგისტრირებულ პირებს ინფორმაცია გაეგზავნებათ პერსონალურად ელ. ფოსტის საშუალებით. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები