საზეიმო საღამო

14-11-2014
საზეიმო საღამო  

14 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საზეიმო საღამო გამართა. საზეიმო საღამო მიეძღვნა ფაკულტეტის იმ ღვაწლმოსილი პედაგოგების დამსახურების აღნიშვნას, რომლებსაც მიმდინარე წელს უკვე შეუსრულდათ საიუბილეო თარიღები. მათ შორის არიან ქალბატონები ნანული თევზაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ბატონები გია შაიშმელაშვილი, ოთარ ნახუცრიშვილი, ჯუმბერ მალაღურაძე, შალვა გოგოლაძე და გივი ბერიძე.
მადლიერმა კოლეგებმა და მოწაფეებმა საღამოზე საზეიმოდ აღნიშნეს ამ ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და მეცნიერების მიერ გაწეული ამაგი და დამსახურება საქართველოში არქიტექტურული პროფესიის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა არქიტექტორების აღზრდის მეტად მნიშვნელოვან საქმეში. მათ  გადაეცათ სტუ–ს რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის  ხელმოწერილი მისალოცი ადრესები და ჯილდოები. 



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები