მემორანდუმი

13-11-2014

მემორანდუმი

6 ნოემბერს მართლმსაჯულების სახლში იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორ ლაშა მაღრაძესა და საქართველოს 11 წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს უნივერსიტეტებია:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

2. საქართველოს უნივერსიტეტი

3. თავისუფალი უნივერსიტეტი

4. ილიას სახელობის უნივერსიტეტი

5. GIPA

6. შავი ზღვის უნივერსიტეტი

7. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

8. კავკასიის უნივერსიტეტი

9. თსუ

10. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მემორანდუმის ფარგლებში სკოლა უზრუნველყოფს საჯარო (უფასო) ლექციების ჩატარებას იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის.

პრიორიტეტი მიენიჭება უნივერსიტეტების მიერ ინიცირებულ თემებს და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ სწავლებაზე.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ასევე განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს წინასწარ შეთანხმებულ თემებზე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები