სემინარი

04-11-2014
სემინარი 

„ვენური გრეხილი სკამების დიზაინი“

11-13 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ავსტრიელი დიზაინერი, ჯეიმს სკოუნი ჩაატარებს სემინარს „ვენური გრეხილი სკამების დიზაინი“ (11:00 საათიდან 17:00 საათამდე). 
სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა მიიტანონ ძველი სკამი და შემდეგი ინსტრუმენტები: ხერხი, ბურღი, სტეპლერი (ხის), ფიცრები. საჭირო მასალის შეძენა შესაძლებელია სემინარის დროსაც, იმისდა მიხედვით, თუ როგორი სკამის გაკეთებას გადაწყვეტენ მონაწილეები. 
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეების მიერ გაკეთებული სკამები გამოიფინება უნივერსიტეტის ეზოში. სემინარზე დასწრება თავისუფალია. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია (მაქსიმუმ 10-15 სტუდენტი). მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ (საკონტაქტო ნომერი: 599551216). რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები