ლექციებს თვალით ნანახი სჯობია

03-12-2009
ლექციებს თვალით ნანახი სჯობია
 
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის II კურსის  N380N და 3802 ჯგუფების სტუდენტები გაცნობითი ხასიათის პრაქტიკაზე ვიმყოფებოდით ნინოწმინდის (საგარეჯოს რაიონი) გაზ-ნავთობიან საბადოზე.
 
2009/20N0 წლის I სემესტრში საგანს - ,,ჭაბურღილების ბურღვა’’ გვასწავლის ასისტენტ-პროფესორი ნოდარ მაჭავარიანი. ბურღვის პროცესს გავეცანით ,, ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის’’ მიმართულების სასწავლო ლაბორატორიაში არსებული ჭაბურღილის მოქმედი მოდელის საშუალებით.
ბავშვობაში გზის პირას ხშირად ვხედავდით განლაგებულ საბურღ კოშკებს და დაზგა-საქანელებს. ამ დროს ყოველთვის გვიჩნდებოდა ინტერესი, თუUრა დანიშნულება ჰქონდათ მათ და რას საქმიანობდნენ იქ მყოფი ადამიანები. ეს ყოველივე გაგვახსენდა ჭაბურღილების ბურღვის საგნის შესწავლის დროს, რამაც გამოიწვია ჩვენში დიდი სურვილი, რომ უფრო კარგად გავცნობოდით საბურღ მოწყობილობებს, დაზგა-საქანელებს და პრაქტიკულად გვენახა ისინი. ამიტომ ვთხოვეთ გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს პროფესორ ნოდარ ფოფორაძეს დაგვხმარებოდა ჩვენი სურვილის ასრულებაში, მან დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენი თხოვნის მიმართ და დაგვეხმარა კახეთში, ნინოწმინდის გაზ-ნავთობიან საბადოს ფარგლებში პრაქტიკულად გავცნობოდით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს.
პრაქტიკაზე ყოფნისას, ვნახეთ, თუ როგორ ხდება ჭაბურღილიდან (NN00 ჭაბ.) ამომავალი ემულსიის (ნავთობის, გაზის და წყლის ნარევის) სეპარაცია სპეციალური მოწყობილობის საშუალებით. გარდა ამისა, გავეცანით კონსერვაციაში მყოფი N97 ჭაბურღილის საბურღ დანადგარს, რომელიც შედგება საბურღი-კოშკის, ამძრავის, საზეველა სისტემის, სარეცხი სითხის, საცირკულაციო და გამწმენდი მოწყობილობებისაგან; აგვიხსნეს დაზგა-საქანელას მუშაობის პრინციპი. N26 ჭაბურღილზე ასევე გავეცანით ფენის სელექციური იზოლაციისათვის მზადების პროცესს, რაც წარმოებდა ამერიკული თვითმავალი საბურღი დანადგარის ,,კობოტის’’-ის საშუალებით.
 
ნანახმა ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა, მივიღეთ წარუშლელი შთაბეჭდილებები და კმაყოფილები დავბრუნდით პრაქტიკიდან. ერთხელ კიდევ დავრწმუნდით, რომ პრაქტიკა აუცილებელია და მას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს სრულფასოვან სპეციალისტად ჩამოყალიბების საქმეში

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები