პროექტი "ნანომატი"

24-10-2014
პროექტი „ნანომატი“

ევროკავშირის პროექტ „ნანომატის“ ფარგლებში მიმდინარეობს ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოები ფრანგ და ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით. კერძოდ, პარიზის უნივერსიტეტის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის (ორსეი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთობლივად იკვლევენ სხვადასხვა სენსორული მასალისა და ელემენტის ოპტიკურ სპექტრებს არაწრფივი სპექტროსკოპიის  მეთოდებით. 
ამა წლის ოქტომბერში ქართველმა მეცნიერებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს მთელი რიგი გამოკვლევები არაწრფივი ოპტიკის თეორიისა და ექსპერიმენტების დარგში. მათ შორის SFG (Sum Frequency Generation)- ჯამური სიხშირეების გენერაციისა და CLIO (Cryogenic Laser Interferometer Observatory) კრიოგენულ ლაზერული ინტერფერომეტრია - ლაზერი თავისუფალ ელექტრონებზე - სისტემების გამოყენებით.
ამ უნიკალური ექსპერიმენტების საფუძველზე დაიგეგმა რამდენიმე ერთობლივი პუბლიკაციისა და ახალი პროექტების მომზადება. მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ მომზადდა ერთობლივი პროექტი:„elaboration of methods for study of oscillation mechanisms and properties of viruses and other pathogenic microorganisms, and development of nanosensory systems for their measurements“- ვირუსებისა და სხვა პათოგენური მიკროორგანიზმების ოსცილაციის მექანიზმების კვლევის მეთოდების დამუშავება და ნანოსენსორული სისტემების შექმნა მათი გაზომვისათვის. ამ პროექტის ხელმძღვანელობა, რომელშიც მონაწილეობს 13 ორგანიზაცია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, საქართველო და სხვ., დაეკისრა სტუ-ს პროფესორს  პ. კერვალიშვილს.
სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტისა და პარიზის უნივერსიტეტის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის ერთობლივი საქმიანობის გეგმაში კიდევ რამდენიმე სხვა სამეცნიერო პროექტია.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები