სასწავლო სტიპენდიები

18-11-2009
საფრანგეთის საელჩოს სასწავლო სტიპენდიები
 
საფრანგეთის საელჩო საქართველოში აცხადებს სასწავლო სტიპენდიების კონკურსს. კონკურსში გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ სწავლა განაგრძონ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებელში სამართლის, ფრანგული ენისა და ლიტერატურის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, ბიზნესის, მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, არქეოლოგიის, მეღვინეობის ან ინფორმატიკის მე-2 ან მე-3 ციკლზე.
საბუთები მიიღება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურული ღონისძიებების სამსახურში 2009 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
 
საკონტაქტო პირი – ნინო ლორთქიფანიძე
ტელ: 98 78 23 ან 92 22 69

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები