07-10-2014
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
,,ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა”
კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ,,ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია“, ,,ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის” ფარგლებში აცხადებს მსმენელთა მიღებას. “ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision” –ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.
პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:
• ტრადიციული რელიგიები საქართველოში
• ფსიქოლოგია. კონფლიქტების ფსიქოლოგია
• აზროვნება და მისი განვითარების პრობლემა (აზროვნების ფილოსოფია)
• ეთიკა. ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა
• მედიაცია - კონფლიქტების მოგვარება მოლაპარაკების გზით
• სახელმწიფო და რელიგია - საქართველოს მაგალითი; საერთაშორისო პრაქტიკა
• ადამიანის უფლებები - უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება
• აღმოსავლური ლიტერატურა და ხელოვნება
ევროპული ლიტერატურა და ხელოვნება
პროექტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები (ნოემბერი, თებერალი, მაისი): მუზეუმების, საგამოფენო დარბაზების დათვალიერება; კონცერტებსა და სპექტაკლებზე დასწრება; შემეცნებითი ექსკურსიები;
ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.
სალექციო კურსი დაიწყება 2014 წლის 6 ნოემბერს და ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, 16 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში.
ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7 თვეს (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი).
სტუდიაში მსმენელებად მიიღებიან 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.
სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2014 წლის 6 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 12 სთ-დან 17 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი 21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: info@patriarch.ge
ცნობებისათვის დარეკეთ ტელ: 298 49 76
გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სტუდ. ბილეთის ქსეროასლი.
სიახლეებში დაბრუნება